fbpx

ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს უკრაინის პროკურატურას ავტომატურად ხდება დაზარალებული პირი- უკრაინელი ადვოკატი ნატალია ბასარაბი

“მთავარმა არხის” გენერალურმა დირექტორმა, ასევე მსჯავრდებულისა და რამდენიმე საქმეში ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თავის საავტორო გადაცემაში განაცხადა, რომ უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად სცნოfacebook sharing button

twitter sharing button
messenger sharing button
whatsapp sharing button

 მიხეილ სააკავილის ადვოკატის თქმით დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში წერია “ადამიანის კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველსაყოფად და ასევე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მივედით დასკვნამდე, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დაზარალებულად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში”.

როგორც “აიპრესს” უკრაინელმა ადვოკატმა ნატალია ბასარაბმა განუცხადა: “ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს უკრაინის პროკურატურას ავტომატურად ხდება დაზარალებული პირი. არაქვს მნიშვნელობა ვინ მიმართავს –  ფიზიკური თუ იურიდიული პირი. ასეთია ჩვენი უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. თუ პირი თვლის რომ მის მიმართ ჩადენილია სამართლებერივი უფლებების დარღვევა და ამის შესახებ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, განმცხადებელი ითვლება დაზარალებულ პირად.  ეს ნებისმიერი უკრაინის მოქალაქის უფლებაა. ანუ, “დაზარალებულია პირი მის მიმართ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადების შეტანიდან ან განცხადების წარმოებაში დაზარალებულად ჩართვის შესახებ (უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი).
შესაბამისად, ეს ვადა ავტომატურია ასეთი განცხადების წარდგენის მომენტიდან და არ საჭიროებს პირის დაზარალებულად ცნობის სპეციალურ საპროცესო დოკუმენტს. განცხადების შეტანის მომენტიდან ასეთ პირს აქვს დაზარალებულის უფლებები და მოვალეობები. ამ ეტაპზე, ეს არის “ფაქტობრივი” წარმოება.”

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილი 3 ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით, ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და №12 რუსთავის ციხეში შეასახლეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება