fbpx

გია გაბრიჭიძე: ხავსზე მოჭიდებული წყალწაღებულივით იქცევა გვარამია,

გია გაბრიჭიძე: ხავსზე მოჭიდებული წყალწაღებულივით იქცევა გვარამია, როცა რაღაც ტერმინების უაზროდ ტრიალით ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ თითქოს სააკაშვილი მთელი მსოფლიოს და განსაკუთრებით უკრაინის ყურადღების ცენტრშია „იმით აღტაცება, უკრაინულმა პროკურატურამ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭაო, სისულელეა, რადგანაც იქ ნებისმიერი პირი, ვინც განცხადებით მიმართავს, ავტომატურად ითვლება დაზარალებულად. ასე რომ გვარამიასაც შეუძლია განცხადებით მიმართოს უკრაინის პროკურატურას და ისიც “დაზარალებულის” სტატუსს მიიღებს“- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე. მისი თქმით ნიკა გვარამიასაც შეუძლია მიმართოს განცხადებით უკრაინის პროკურატურას და მასაც დაზარალებულის სტატუს მიანიჭებენ, ვინაიდან უკრაინის კანონმდებლობით, პირი, რომელიც უწყებას მიმართავს განცხადებით და ითხოვს გამოძიების დაწყებას, მას ავტომატურად ენიჭება დაზარალებულის სტატუსი. ასე მოხდა სააკაშვილის შემთხვევაშიც. „ხავსზე მოჭიდებული წყალწაღებულივით იქცევა გვარამია, როცა რაღაც ტერმინების უაზროდ ტრიალით ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ თითქოს სააკაშვილი მთელი მსოფლიოს და განსაკუთრებით უკრაინის ყურადღების ცენტრშია და მას მალე გამოიხსნიან ქართული მართლმსაჯულების კლანჭებიდან. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ქართული მართლმსაჯულება თავის სიმაღლეზე რომ იყოს, გვარამია დიდი ხნის წინ იმ ადგილას უნდა მჯდარიყო სადაც ახლა მისი ბელადი ზის, მაგრამ ამაზე სხვა დროს. ახლა კი უბრალოდ ვიტყვი, რომ იმით აღტაცება, უკრაინულმა პროკურატურამ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭაო, სისულელეა, რადგანაც იქ ნებისმიერი პირი, ვინც განცხადებით მიმართავს, ავტომატურად ითვლება დაზარალებულად. ასე რომ გვარამიასაც შეუძლია განცხადებით მიმართოს უკრაინის პროკურატურას და ისიც “დაზარალებულის” სტატუსს მიიღებს. მიდი მიმართე ნიკუტ, იქნებ გამოგადგეს რამეში“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება