fbpx

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე – „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია იწყება

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე – „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია

იწყება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“
ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით,
სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული
მომზადება/გადამზადების კურსები ხორციელდება.
დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ცხადდება ელექტრონული რეგისტრაცია,
რომელიც 17 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს. სწავლა
მიმდინარე წლის პირველ მარტს დაიწყება.
პროგრამაში ჩართვის აუცილებელი მოთხოვნებია:
 ასაკი მინიმუმ 18 წელი;
 ქ. თბილისში რეგისტრაცია;
 საბაზო განათლება;
რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საინფორმაციო
პორტალს – www.dasakmdi.ge .
საკონტაქტო პირი: 593 61 66 70

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება