fbpx

პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია, თუმცა უკრაინას, საქართველოს და თანამეგობრობას სიმტკიცე და სიმშვიდე სჭირდება-შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ვიცით „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ახალგაზრდული ფრთის ქცევა, როდესაც უკრაინაზე სიამაყით საუბრობენ, დააკვირდნენ პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდ და მტკიცე პოზიციას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა  დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ შეაფასებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “ნაციონალური მოძრაობა” საქართველო-რუსეთს შორის რაგბის მატჩის დროს პროვოკაციას გეგმავს.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია, თუმცა უკრაინას, საქართველოს და თანამეგობრობას სიმტკიცე და სიმშვიდე სჭირდება.

სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, „ნაციონალური მოძრაობა“, ახალგაზრდული ფრთა, მათი ქცევა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია, ამ მძიმე პერდიოში ბუნებრივიც კი არის ასეთი პროტესტის გამოხატვა. როდესაც სიამაყით საუბრობენ უკრაინაზე დააკვირდნენ პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდ და მტკიცე პოზიციას. ეს არის ის, რაც უკრაინას, საქართველოს და თანამეგობრობას სჭირდება. მათ სჭირდებათ, რომ ვიყოთ მტკიცედ და მშვიდნი. სიმშვიდით და სიმტკიცით უზრუნველვყოთ, რომ საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპი დაცული იყოს, მათ შორის რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას“,-აღნიშნავს პაპუაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება