fbpx

მუშამ,რომელიც ღარიბაშვილის სახლში რემონტს აკეთებდა , ალალად თქვა: ღარიბაშვილისნაირი თავმდაბალი და კაი ტიპი არ შემხვედრიაო-ნინო ახობაძე

ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში წერს-

რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, დღევანდელი ეს სტატუსი ჩვენს პრემიერს ეხება 🙈გინდა პოლიტიკური დაარქვით, გინდა აპოლიტიკური;ერთხელ მომინდა ცხოვრებაში მთავრობის წევრი შევაქო ვა! არა-ვიტყუები, კახი კალაძეც ძალიან მესიმპათიურება, როგორც ჩემი ქალაქის მერი და ძველებს კი გახსოვთ რამდენჯერ მათრიეს კედელ-კედელ ამ ბიჭის გამო;არადა აქ ვისაც რა უნდა იმას გაყვირის და ვითომ მე რატომ არ უნდა დავწერო რასაც ვფიქრობ ))))))გუშინ სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ჩამონათვალს-ღარიბაშვილის პრემიერობის დროს რა გაკეთდა ქვეყანაში;ამას აღარ გადმოვიწერ, ნამეტანი პარტიის მეხოტბესავით რომ არ გამომივიდეს; პირველი რაც ძალიან მომწონს ის არის რომნაცებს გემრიელად ახურავს თავზე, მერე რაა რომ სიტყვიერად! 😁 კაარგად! კახურად! კიდევ ღრმად მწამს რომ არასოდეს, არც ერთ ვარიანტში მათთან არ შევა არანაირ ალიანსში. ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ…კიდევ მომწონს მისი დამოკიდებულება პანდემიის მართვის მიმართ, დიახ. აღარ შემიძლია ეს ამდენი ჩაკეტვა და კარანტინი, ნუ გამიბრაზდებით ამის გამო. მე კი არა, მთელი რიგი ოჯახები დაიქცა. ამდენი შეზღუდვებით… გვეყო!მწვანე პასპორტები რომ მოაშორა, აი ზუსტად მაგ ფაქტმა გადამაწყვეტინა ეხლა ამ პოსტის დაწერა. მადლობა მას ამისათვის;რაღაცნაირი ადამიანია, წესიერი და განსხვავებული ყველასგან, არ ვიცი მე ასე ვხედავ;ხოო და რაც მთავარია-აი ვაბშე არაფერში არ მჭირდება ეხლა მე აქ მისი ქება და არც მას ვჭირდები არაფერში 😁🥰 არც რაიმეს დამპირებია, როგორც ვიჯექი უმუშევარი, კვლავ ასე ვაგრძელებ სამწუხაროდ ყოფნას, მაქვს საპატიო მიზეზი. მისი პრემიერობის დროს დოლარი ჩამოვიდა ქვემოთდა ფასები კია ისევ გიჟური, მაგრამ ვერც კი წარმომიდგენია ვინ უნდა მოვიდეს დღეს სათავეში რომ ამ გადაღორებულ კერძო სექტორს კისერი მოუგრიხოს ((((მოკლედ, ბევრი არ მიფიქრია, მომწონს მე ჩვენი არაგოიმი პრემიერი 👌ჩვენი მოსაწონი მთავრობა მაინც არასოდეს მოვა და აგერ ჩემს გარშემო ვინც დასაქმებულია, იმათ სულ არ სცალიათ აქ საკაკუნოდ და ვინმეს სალანძღად; ზოგი ორ სამსახურში მუშაობს. რა ვიცი, მინდა რომ იმ უამრავ პრობლემას, რაც ქვეყანაშია, მიხედოს და მოუაროს. რამდენი გუნდის წევრი გადაბარგდა ფანჩატურში… მე მრცხვენია მათ მაგივრად ((( ——იცი რატომ გადავწყვიტე ამის დაწერა?ერთ ადამიანს ველაპარაკე დღეს, მუშაა ეს კაცი და ღარიბაშვილის სახლში რემონტს აკეთებდა ადრე თურმე. მთავრობის სხვა წევრებთანაც უმუშავია სხვადასხვა დროს;და ალალად თქვა: -ღარიბაშვილისნაირი თავმდაბალი და კაი ტიპი არც ერთი არ შემხვედრიაო. მოვიდოდა სახლში, გემრიელად მოგვესალმებოდა და ჩვენთან ერთად იჯდა და ჭამდა, თან ათას რამეზე ვლაპარაკობდითო…აი ხო დიდი არაფერი თითქოს, მაგრამ მესიამოვნა. ჰოდა რა ვიცი აბაწარმატებები ამ ახალგაზრდა კაცსდარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ქვეყანა უყვარსდა არ არის აუცილებელი სულ ვთათხავდეთ ვიღაცას იქ, ზემოთ…მგონია რომ პრინციპული ადამიანია და ღმერთმა გაუმარჯოს. —-აი ეხლა დასხედით აქ ჩასაფრებული სასტავი და ერთმანეთს წერეთ ჩატებში: “ვაიმეეე ეს რატომ დაწერაა”??? მომინდა და დავწერე.ყველამ თავის პოლიტიკურ ინტერესს მიხედოს!—-თქვენ გახარებას, ეხლა აქ პოლიტიკური რაზბორკები და მიტინგი არ გამართოთ, იმდენი ცუდი იწერება ისედაც, დამიტოვეთ უფლება ხანდახან ვიღაცა შევაქო….ისე, საკუთარ შეუმდგარობას და უუნარობას მთლად პრემიერსაც ნუ დააბრალებთ ზოგი…ჩვენს თავებს შევხედოთ ჯერრას დავემსგავსეთ (((ერთმანეთის ჭამას გადავყევით!წავედი მე “კუხნაში”, ეს რო დავწერე ჩინი კი არ მომმატებია! 😁გაგებაში არ არი ჩვენი პრემიერი-ვინა ვარ და რა მინდა….ჰოო, ვიცი რომ ამბების მოყოლა უფრო კარგად გამომდის. ნუ შემახსენებთ 🥰 და ისე, როცა რაღაც არ მომწონს, იმასაც კოხტად ვწერ ხოლმე…

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება