fbpx

პომპეო საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის, არჩევნებისა და დემოკრატიული პროცესების მნიშვნელობას განიხილავს – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე სახელმწიფო დეპარამენტმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც პომპეოს ვიზიტის დეტალები და მიზნები განიხილეს.

ბრიფინგზე სხვადასხვა დაგეგმილ ვიზიტებს შორის საუბარი იყო ასევე საქართველოში ჩამოსვლის საკითხი. როგორც სახელწმიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის პირმა განაცხადა, პომპეო კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღია მხარდაჭერას საქართველოს მიმართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ოფიციალური განცხადებით, სახელმწიფო მდივანი ასევე შეეხება ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის საკითხს, ასევე არჩევნებისა და დემოკრატიული პროცესების მნიშვნელობას:

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი, დავეხმაროთ საქართველოს, გააღრმაოს მისი ევრო-ატლანტიკური კავშირები, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები. და მართლაც, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება დაახლოებით 16 საპარლამენტო ადგილისთვის. რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ქართველი ხალხი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს.

ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ განვაცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა საქათველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვგმობთ რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც რუსეთის მიერ რჩება ოკუპირებული

დაბოლოს, სახელწიფო მდივანი საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა მათი შეხედულებები მოისმინოს კანონის უზენაესობაზე… და დამოუკიდებელ სასამართლოზე, რომელიც არსებითი ნაწილია ქართულ დემოკრატიაში დავების თავისუფლად გადაწყვეტის და ადამიანის ეკონომიკური უფლებების პატივისცემის საკითხებში“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა სპეციალურ ბრიფინგზე.

ცნობილია, რომ სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკანიანს შეხვდება. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში 17 ნოემბერსაა დაგეგმილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება