fbpx

თქვენი გადაყენებული არ გაიშვას – თამარ ჟვანიას პასუხი ოპოზიციას

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა პირველივე წუთებიდან ხმაურით დაიწყო. სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა თამარ ჟვანიას არჩევნებზე არსებული ტოტალური დარღვევები შეახსენეს და გადადგომისკენ მოუწოდეს.ოპოზიციის მოწოდებას ცესკოს თავმჯდომარემ რეპლიკით უპასუხა.
“თქვენი გადაყენებული არ გაიშვას” – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ხათუნა გოგორიშვილის კრიტიკას ჟვანიას გაღიზიანება მოჰყვა და მან დეპუტატს სხდომის დატოვება მოსთხოვა, რამაც დაცვის პოლიციასა და დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირსპირება გამოიწვია. ამის შემდეგ ჟვანიამ 10 წთ-იანი შესვენება გამოაცხადა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება