fbpx

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას მამა, კორონავირუსით გარდაიცვალა, მძიმეა თავად გიორგის მდგომარეობა

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას მამა, ჰამლეტ ფანცულაია კორონავირუსით გარდაიცვალა, მძიმეა თავად გიორგის მდგომარეობა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი მია ზოიძე წერს.

“ძალიან მძიმე ამბავი გვაქვს… კოვიდთან უთანასწორო ბრძოლის შემდეგ, ამ დილით გარდაიცვალა გიორგის მამა, ჰამლეტ ფანცულაია … ამ ეტაპზე გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა. მეტ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწოდებთ”- წერს ზოიძე.

13 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 73154- ს შეადგენს.

გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი, ჯამში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 636-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 2447, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4957 ადამიანი იმყოფება. კოვიდ სასტუმროში 3413 ადამიანი მკურნალობს.

გაუზიარე!

Shares