fbpx

ოცნება“, შენ რა გითხარი, ადეიშვილის კადრი რომ შეინარჩუნე და დააწინაურე!-ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი 2007 წლიდან 2012 წლის ჩათვლით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას სამუშაო აღწერას აქვეყნებს

11.2012-12.2012 – საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურატურა.

12.2010-11.2012 – საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, საქართველოს მთავარი პროკურატურა.

02.2010-12.2010 – საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურატურა.

08.2009-02.2010 – საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურატურა.

01.2009 – 08.2009 – ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი, გენერალური პროკურატურა.

11.2007 – 11.2008 – ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი, გენერალური პროკურატურა.

გამოიცანით ეს ვისი cv გახლავთ? ლონდა თოლორაია! „ოცნება“, შენ რა გითხარი, ადეიშვილის კადრი რომ შეინარჩუნე და მერე დააწინაურე! ახია! სასწრაფოდ მოაცილეთ ეს ჯალათი სტრუქტურას!“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

მის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება