fbpx

დაგეგმილი მაქვს ისეთი ნაბიჯები, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მედიკამენტების ფასებს-ირაკლი ღარიბაშვილი

როგორც კი ახალი მინისტრი [შეუდგება მოვალეობის შესრულებას], მაქვს დაგეგმილი 2-3 ისეთი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მედიკამენტების ფასებს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა. პრემიერის თქმით, ყველა თანხმდება, რომ ქვეყანაში მედიკამენტების ფასები გაზრდილია და სხვა ნაბიჯებთან ერთად მთავრობა ხარისხიანი მედიკამენტების იმპორტის გამარტივებას გეგმავს, რომ მოსახლეობას უფრო ფართო არჩევანი ჰქონდეს და ნაკლები გადაიხადოს.

„მაგალითისთვის, მოსახლეობას ვეტყვი, რომ ძალიან ბევრი დასახელების წამალი, რომელიც ყოველდღიურ მოხმარებაშია და მოთხოვნადი წამალია, თუ ჩვენთან ღირს, დავუშვათ, 10 ლარი, ჩვენს მეზობელ თურქეთში ღირს ლარი, ორი ლარი. ეს არის ის წამლები, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია. თურქეთში ძალიან განავითარეს ფარმაცევტული სფერო და ბიზნესი და უმაღლესი ტექნოლოგიების ფარმაცევტული ქარხნები დადგეს ბოლო წლებში და ეს ყველა ნორმალური, ცივილიზებული ქვეყნის მიერ არის აღიარებული. დღეს თურქეთიდან რატომღაც აკრძალულია წამლების იმპორტი. კითხვა დავსვი – რატომ? პასუხი არავის აქვს. როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ძალიან მოკლე ვადაში შეიძლება გაიაფდეს წამლები. ჩვენ ამ პროცესს რომ დავიწყებთ, შემდეგ გაჩვენებთ დინამიკას და ჩვენი მოსახლეობა ამას ნახავს. შევქმნით სამუშაო ადგილებს, ამ ხალხს ვასწავლით ძალიან ბევრ რამეს, აქვე ჩავრთავთ პროფესიულ განათლებას, ყველა მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, სურვილისამებრ ყველა ადამიანს გადავამზადებთ, გავუკეთებთ პროგრამებს და ა.შ“, – აღნიშნა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება