fbpx

ლონდა თოლორაიამ წლები იმსახურა ადეიშვილის ხელქვეითად-ზურა ქადაგიძე

ლონდა თოლორაიამ წლები იმსახურა ადეიშვილის ხელქვეითად და თავიდან ბოლომდე აქვს შესისხლხორცებული მისი მეთოდები, რაც სახეზეა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

„თავის დროზე რომ დაგეჯერებინათ გოგიჩასთვის და ადეიშვილის ხელის გოგო არ დაგენიშნათ ინსპექტორად, ახლა სხვა სიტუაცია იქნებოდა. ამ ქალმა წლები იმსახურა ადეიშვილის ხელქვეითად და თავიდან ბოლომდე აქვს შესისხლხორცებული მისი მეთოდები, რაც სახეზეა“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფასთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტი  დაინიცირდა

ლონდა თოლორაიამ დღეს  არ უპასუხა კითხვას, თუ ვინ გადასცა მას კანონპროექტი, რომელიც ამჟამად მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წევრებს აქვთ დაგზავნილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება