fbpx

ოცნებას“ და ბოკერიას შორის მოლაპარაკებები ყოველთვის მიდიოდა და სწორედ ამიტომ ჩამოშორდა სააკაშვილს-დავით ჭიჭინაძე

ოცნებას“ და ბოკერიას შორის მოლაპარაკებები ყოველთვის მიდიოდა და სწორედ ამიტომ ჩამოშორდა სააკაშვილს,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ ვანო პავლიაშვილის გადაცემა „პოლიტიკურ ბარში“ განაცხადა.
ჭიჭინაძის ანმარტებით, ის ამ ინფორმაციას აბსოლუტური სიზუსტი თ ფლობს, რადგან ივანიშვილის მეორედ მობრუნებამდე საკმაოდ დაახლოებული პიროვნება იყო „ოცნების“ მთავრობის პირველ პირებთან.


„სწორედ „ნაცმოძრაობიდან“ გამოყოფის შემდეგ დაუბრუნეს „ევროპული საქართველოს“ ფრთას ფული, ბიზნესი და, პრაქტიკულად, ყველაფერი. ამას გარდა, „ქართული ოცნება“ ხომ გვპირდებოდა ბიზნესის ხელშეწყობას და არის რამე განხორციელებული? ვინმეს ახალი ბიზნესმენი გაგიგიათ ამ ქვეყანაში? ახლაც ზუსტად ისინი არიან, ზუსტად ის ბიზნესებია, რომელიც ადრე, სააკაშვილის ხელისუფლების ფრთის ქვეშ იყო! ტენდერებსაც თბილისში, ზუსტად იგივე ადამიანები იგებენ, ვინც ადრე, ამ შემთხვევაში კი, ძირითადა „ევროპული საქართველოს“ ფრთა და ეს ყველამ იცის სახელებით და გვარებით.

გაუზიარე!

Shares