fbpx

ირაკლი ოქრუაშვილი არ პრავდება“, – წერდა გიგი უგულავა „ფეისბუქში“ 2018 წლის 4 ნოემბერს

ირაკლი ოქრუაშვილი არ პრავდება“ – ასე ეხმაურებოდა გიგი უგულავა ორი წლის წინ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შეხვედრას ირაკლი ოქრუაშვილთან.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ უგულავამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა:

„გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ირაკლი ოქრუაშვილთან არის პრაგმატულად უაღრესად დამაზიანებელი და მორალურად უმძიმესი.

აქვე ვიტყვი, ეს პოსტი ეძღვნება ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების ხელშეწყობას.

„ევროპული საქართველო“ ერთგულია თავის გადაწყვეტილების – ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის მიმართ უარს, ასუსტებს ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს და პროპორციული საპარლამენტო არჩევნებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ წაყვანის შანსს იძლევა.

ანუ ის, რაც ივანიშვილის გეგმით 2024-დან შეიძლება დაწყებულიყო, შეგვიძლია დავიწყოთ 2019-დან. ამ ხუთი წლისთვის კი ღირს ბრძოლა და ბევრი უსიამოვნების ატანა.

ოღონდ რა შუაშია აქ ოქრუაშვილი? თუ ვინმეს ილუზია აქვს რომ გორის რაიონში რამდენიმე პროცენტით მოვიმატებთ მხარდაჭერას, მწარედ სცდება.

იმ 605 ათასი ადამიანისთვის მეორე ტურისთვის შესაძლოა სულერთია ვის შეხვდება მათი რჩეული კანდიდატი ვაშაძე.

ისინი მას მხარს დაუჭერენ, რადგან ბიძინა ივანიშვილის დამარცხების რეალურ შანსს ხედავენ, მაგრამ მეორე ტურში ეს მხარდაჭერა არაა საკმარისი.

საჭიროა ევროპული საქართველოსა და სხვა პროდასავლური ამომრჩევლის მიმხრობა. აქ კი ოქრუაშვილი წითელი ხაზია.

ამ ამომრჩევლისთვის ვერ იქნება სულერთი, რომ მათი კანდიდატი მხარდაჭერას ეძებს და ამისთვის სახლშიც კი ეახლა ადამიანს, რომელიც შეეკრა რუსეთს, ცხოვრობდა ფსბ-ს „პოდმოსკოვსკი“ დაჩაზე, მონაწილეობდა რუსულ პროპაგანდაში საქართველოს წინაღმდეგ, მათ შორის ომის თემაზე და აკეთებდა სალომე ზურაბიშვილის მსგავსს განცხადებებს.

რუსეთის სპეცსამსახურის დახმარებით აგროვებდა შეიარაღებულ ადამიანებს და ჰქონდა გეგმა როგორ დაემხო კანონიერი ხელისუფლება.

ამის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმმა დააბრუნა ქვეყანაში მხოლოდ იმ მიზნით, რომ ჩვენებები მიეცა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ.

პროკურატურა ლამის მუხლზე იქვე დარბაზში უწერდა ტექსტებს, რა უნდა ელაპარაკა, რომ საქმე შეკერილიყო.

საზოგადოებას არ უნახავს ამ თემაზე მისგან სინანული, მეტიც აქეთ ამადლის გრიგოლ ვაშაძეს, ჩემთვის ძნელია იმის დავიწყება რა „პერიპეტიებიც გვქონდაო“.

ამით პირდაპირ ვუთმობთ მორალურ უპირატესობას ოცნებას, რადგან ოქრუაშვილი ოცნების იმ ნარატივს იმეორებს, რომელსაც საქართველოს ამომრჩეველმა 28 ოქტომბერს უარი უთხრა.

უნდა გვახსოვდეს, რომ მორალური უპირატესობის დაკარგვა მეორე ტურში მარცხს ნიშნავს. როდესაც იქეთ იგორ გიორგაძე აქტიურობს, აქეთ ოქრუაშვილის გამოჩენა, ბევრ ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, უბიძგებს დასვას ტოლობის ნიშანი. ოცნებასთან ტოლობა კი მეორე ტურში მარცხის ტოლფასია…

ან რა ფასი აქვს ოქრუაშვილის მხარდაჭერის სიტყვებს, მას ჩვენება 10-ჯერ აქვს შეცვლილი.

რა ფასი აქვს მის მე-11, თუ მეოცე სიტყვებს? ის ხომ მას სიტუაციის მიხედვით კიდევ მრავალგზის შეცვლის.

ან ჩვენებები მაინც უარყოს, სასამართლოში ფიცის ქვეშ, ზღაპრებს რომ ყვებოდა. სად, როდის ან რატო უნდა ვენდოთ ამ პოლიტიკურ გვამს, ბოლო დრომდე ოცნების პროკურატურის სათამაშოს.

ფასი გვითხართ, რატომ უნდა ავიტანოთ და მივიღოთ მორალურად და პრაგმატულად დამანგრეველი გადაწყვეტილება? ერთი სიტყვით, ირაკლი ოქრუაშვილი არ პრავდება“, – წერდა გიგი უგულავა „ფეისბუქში“ 2018 წლის 4 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ.

ამ განცხადებიდან სრულად ორი წელიც არ გასულა, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტკურ მოკავშირეებად გახდნენ და სხვა პარტიებთან ერთად 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარულ ოლქებს ინაწილებენ.

ოქრუაშვილთან პოლიტკური მოლაპარაკებებით გადაკვეთა თუ არა თავად „ევროპულმა საქართველომ“ წითელი ხაზი, როგორც ამას გიგი უგულავა ამბობდა?

თუკი 2018 წელს არ „პრავდებოდა“, დღეს როგორ „პრავდება“ უგულავას მიერ „პოლიტკურ გვამად“ შერაცხული ირაკლი ოქრუაშვილი?

ამის გარკვევას ჩვენ პირადად გიგი უგულავასთან შევეცადეთ.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ „წარსული პოზიციების წამოძახება დღეს მიზანშეწონილი არ არის“.

„საერთო პრინციპები რაც არის – ის რომ ქვეყანაში ოლიგარქი არ უნდა იყოს, ის რომ არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს, ის რომ სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომელიც გამორიცხავს ძალაუფლების მიტაცებას, ამაზე შეთანხმებული არის ბევრი ისეთი პარტია, რომელთაც ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიციები აქვთ.

მე იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ჩვენს პოზიციას გაიზიარებენ.

ანუ პრინციპებზე ვთანხმდებით და ესაა ოპოზიციის სიძლიერე, თორემ დანარჩენი, იგივე ქალბატონი ნინო ბევრ მნიშვნელოვან საკითზე სხვაგვარად ფიქრობს.

ბატონი შალვა საერთოდ მემარცხენა პარტიას წარმოადგენს, ჩვენ – მემარჯვენე პარტია ვართ.

სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს ასეთი განსხვავებული ხალხი ზის ერთ მაგიდასთან, რაც არის იმის წინაპირობა რომ მომავლაში ჩვენ კოალიციურ საერთო ენას გამოვნახავთ.

რუსეთთან კოლაბორაციონალიზმი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

ეს არის კითხვები, რომელსაც საჯაროდ მან (ოქრუაშვილმა) უნდა გასცეს პასუხი.

ბუნებრივია, მე მაქვს ჩემი მოსაზრება და ამ მოსაზრებას არ ვიცვლი, ისევე როგორც ქალბტონ ნინოსთან ფუნდამენატურად განსხვავებული შეხედულებები მაქვს.

ამ საკითხში ირაკლი დღეს როგორ ფიქრობს, მე არ ვიცი. ადამიანებმა შეიძლება შეიცვალონ პოზიციები და ამის გამო, წარსული პოზიციები არ უნდა წამოვაძახოთ.

მაგრამ ჩემთვის პრინციპულია საერთო თამაშის წესები ყველასთვის იყოს ერთი.

ერთადერთი, ვინც ამ თამაშის წესებს ეწინააღმდეგება ეს არის ივანიშვილი, ამიტომაცაა ის გამოსაწევი იქიდან, სადაც არის.

დღეს უზურპატორია პრობლემა და არა ვინმეს არასწორი იდეები, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ნინო ბურჯანაძეს, ან ირაკლი ოქრუაშვილს“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ გიგი უგულავამ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება