fbpx

ორხევის დასახლებაში, ესენინისა და ვაჟა ბანეთიშვილის
ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ესენინისა და ვაჟა ბანეთიშვილის
ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, 1 600 გრძივ მეტრზე ორფენიანი ასფალტის საფარი
დაიგო, რომლის ღირებულებამ 723 600 ლარი შეადგინა. გზის მოასფალტების
სამუშაოები შპს „ერ ტე დემ“ შეასრულა. აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა
კომუნიკაციები სრულადაა მოწესრიგებული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება