fbpx

ბელარუსიდან არ გაუწვევიათ ელჩი და გაიწვიეს საქართველოდან – ეს ადასტურებს, რომ არის ინტერესი, რომ საქართველო გახდეს სამხედრო კონფლიქტის მონაწილე – ირაკლი კობახიძე

„საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც საპროტესტო აქციები ტარდება. მსოფლიოში ომის პირობებში არსად არ მოსვლია ოპოზიციას აზრად აქციის ჩატარება. ერთადერთი ქვეყანა საქართველო. ამიტომ ვართ მაქსიმალურად ფხიზლად, რომ საქართველოს თავიდან ავაცილოთ ნებისმიერი სამხედრო ესკალაციის საფრთხე“, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მე ჩამოვთვალე ქვეყნები, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდნენ, მოხალისეები არ გაგზავნეს და რომელთა მიმართაც ზელენსკის არ გადაუდგამს ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა საქართველოს მიმართ – ელჩის გამოწვევა. ერთ-ერთი ქვეყანა, საიდანაც ელჩი არ გაუწვევია უკრაინას, არის ბელარუსი. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს არსებულ ინტერესზე, რომ საქართველო უშუალოდ იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში. რა თქმა უნდა, რისკები ყოველთვის არის. საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც საპროტესტო აქციები ტარდება. მსოფლიოში ომის პირობებში არსად არ მოსვლია ოპოზიციას აზრად აქციის ჩატარება. ერთადერთი ქვეყანა საქართველო. ამიტომ ვართ მაქსიმალურად ფხიზლად, რომ საქართველოს თავიდან ავაცილოთ ნებისმიერი სამხედრო ესკალაციის საფრთხე“, – აცხადებს კობახიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება