ექსპერტი ნინო ფოჩხუა ევროკომისიის კვლევას ეხმიანება, რომლითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.
ექსპერტის თქმით, ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად ქვეყანა ვითარდება და ვერც გარე და ვერც შიდა მტერი ვერაფერს დააკლებს.
„მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია და რაც მთავარია ეს ევროკომისიის ბოლო კვლევამ აჩვენა. შეფასების ნდობის რეიტინგის ინდექსის 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ 54,1% მიიღო. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით ქვეყანა სხვადასხვა კვლევებში დაწინაურდა. ვის უნდა დაუჯეროს ქართულმა საზოგადოებამ დიდი ავტორიტეტის მქონე ევროკომისიის კვლევას თუ ერთი მუჭა დესტრუქციული ოპოზიციის და მათთან აფილირებული ჟურნალისტების ჭორაობას დღევანდელი ხელისუფლების უუნარობის და ურეიტინგობის შესახებ? ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად ჩვენი ქვეყანა ვითარდება და ვერც გარე და ვერც შიდა მტერი ვერაფერს დააკლებს.“- წერს ფოჩხუა.