fbpx

ნიკა გვარამიამ სუსის ხელმძღვანელებს წყაროები დაუსახელა გიორგი გახარია და მისი გარემოცვა – დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ნიკა გვარამის სუსში ,,ორდღიან ვიზიტებზე სოციალურ ქსელში წერს-

SOS ყურადღება !!!!!! მინდა გაცნობოთ, რომ ბოლო დღეებია ნიკა გვარამია, რომელიც დადის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თითქოსდა მის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული აქტის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, რეალურად იქ შედის სულ სხვა განზრახვით. კონკრეტული დეტალები ამჟამად ჩემთვის უცნობია, თუმცა როგორც გავიგე, ნიკა გვარამია, რომელსაც უყვარს განსაკუთრებით ხელგაშლილი ცხოვრება და არ ზოგავს ფულს ტანსაცმელსა და სხვა პირადი საჭიროების ნივთებზე, გარკვეული დივიდენდების მიღების სანაცვლოდ (დიდი ოდენობით ფულზეა საუბარი), ასახელებს იმ პირებს, რომლებმაც მიაწოდეს მას „ თითქოსდა სუსიდან გამოჟონილი ინფორმაციები“⭕ უფრო დეტალურად, რომ ვთქვათ პირველ შეხვედრაზე მან შეათანხმა ინფორმაციის გაცემის საფასური, ხოლო მეორე შეხვედრაზე მივიდა, შეთანხმების დასადასტურებლად, სადაც ჩემი ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ, სუს ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ მისი წყაროები არიან ახლად გამომცხვარი ოპოზიციონერები გიორგი გახარია და მისი გარემოცვის წევრები: საბანაძე, ხოჯევანიშვილი და ქემოკლიძე (არც ისე შორს დგას რეალობიდან, რადგან მათ წარსულში, საკუთარი თანამდებობებიდან გამომდინარე, ისედაც მიუწვდებოდათ ხელი, გარკვეულ სამსახურებრივ ინფორმაციაზე და თავისუფლად შეეძლოთ განეხორციელებინათ საჭირო მანიპულაცია).

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება