fbpx

გამოსავალია ვცადოთ ის, რაც იქნება ახალი – კოალიციური მთავრობა-სალომე ზურაბიშვილი

დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში არავის უნდა, რომ ძველი ძალა დაბრუნდეს, გამოსავალია ვცადოთ ის, რაც ამ ქვეყანაში იქნება ახალი, უჩვეულო – კოალიციური მთავრობა, – ამის შესახებ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კოალიცია აუცილებელია, არ შეიძლება მუდმივად ქვეყანაში ერთი პარტია იყოს.

„დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში არავის უნდა, რომ ძველი ძალა დაბრუნდეს, ამდენად სხვა გამოსავალია ის, რომ წინ წავიდეთ და ვცადოთ ის, რაც ამ ქვეყანაში იქნება ახალი, უჩვეულო და ეს არის კოალიციური მთავრობა და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. არ შეიძლება მუდმივად, ვინც სხვანაირად ფიქრობს, ვისაც განსხვავებული ხედვა აქვს ზოგი საკითხების, შეიძლება იყოს სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა ხედვა და კოალიცია მაინც შესაძლებელი იყოს. ეს დამოკიდებულია ნებაზე და აუცილებელია ტოლერანტობა – არ შეიძლება ყველა მტერი და მოღალატე იყოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება