fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი და ლაშა ბექაური ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის რეზიდენციაში ეწვივნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს მშობლიურ მხარეში-დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილი და ლაშა ბექაური კახეთის მხარეში სახელმწიფო რმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან ნიკოლოზ ჯანიაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ნუგზარ პაპიაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის რეზიდენციაში ეწვივნენ.

მეუფესთან სტუმრობის შემდეგ შეხვედრა პრემიერთან და ოლიმპიურ ჩემპიონთან ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში გაიმართა. პრემიერის განცხადებით, მომავალ წელს არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახალი სპორტული დარბაზი აშენდება, რომლის ინვენტარით აღჭურვაც სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის ფონდის ხელშეწყობით მოხდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება