fbpx

ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის
ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, აშენდა 4 საყრდენი კედელი საერთო
სიგრძით 46 მეტრი და 3 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე
გაეცნო.
„ნოსტეს ქუჩაზე ურთულესი მდგომარეობა იყო, რის გამოც მოსახლეობას
გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. გზის საფარი სრულად დაზიანებული იყო.
საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“
წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული ქსელი შეცვალა, რის შემდეგაც
გამგეობის მიერ საგზაო ინფრასრტუქტურა სრულად მოწესრიგდა. დღეიდან
ადგილობრივი მცხოვრებლები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, –
განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
საგზაო პროექტის ღირებულება 220 000 ლარია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები
ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება