fbpx

ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი, ემსახურება კერძო ინტერესებს

ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი, ემსახურება კერძო ინტერესებს. „სახალხო დამცველის“ კითხვების საფუძველზე ეუთო/ოდირმა დასკვნა მოამზადა და მისდა სამწუხაროდ, თავი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო ,,დასკვნაში რომ უთითებენ რეფორმა ნაჩქარევად გატარდაო, ვინ დაადგინა სიჩქარის ტემპი? რაც მთავარია, დაკვნაში არ ჩანს თუ ინსტიტუციურად რა ხარვეზს შეიცავს რეფორმა, და რა პერიოდი იქნებოდა ოპტიმალური?’’ – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ეუთო/ოდირის დასკვნას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ. როგორც ანჯაფარიძე წერს, „სახალხო დამცველმა“ რომლის კითხვების საფუძველზე ეუთო/ოდირმა დასკვნა მოამზადა, მისდა სამწუხაროდ, თავი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო. უკვე საბოლოოდ გამოაშკარავდა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი, სინამდვილეში ემსახურება, არა ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს, არამედ კერძო და პოლიტიკურ ინტერესებს, მორგებულს ნაცმოძრაობისა და მასთან აფილირებულთა დღის წესრიგზე. ამ აფილირებულთა შორის არის ე.წ. „სახალხო დამცველიც“ რომლის კითხვების საფუძველზეც ეუთო/ოდირმა დასკვნა მოამზადა და მისდა სამწუხაროდ, თავი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო. დასკვნაში, რომ იტყვიან „copy+paste” -თ არის გადმოტანილი ზემოხსენებულ აფილირებულ ფსევდო-არგუმენტები, რაც ირიბად მიუთითებს, რომ საკითხის სიღრმისეულად შესწავლაზე თავი დიდად არ შეუწუხებიათ. კი ბატონო, თუ ხეებს იქით ტყეს ვერ ხედავენ, ეს მათი ნებაა. თუმცა, დასკვნაში რომ უთითებენ რეფორმა ნაჩქარევად გატარდაო, ვინ დაადგინა სიჩქარის ტემპი? რაც მთავარია, დასკვნაში არ ჩანს თუ ინსტიტუციურად რა ხარვეზს შეიცავს რეფორმა, და რა პერიოდი იქნებოდა ოპტიმალური? სხვა „მარგალიტებით“ თავს არ შეგაწყენთ, შევეხები ერთ ჩემი აზრით საკვანძო მომენტს. დასკვნიდან აშკარად იკითხება სურვილი თანამდებობაზე შეინარჩუნონ ამჟამინდელი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი გუნდი და სავსებით აშკარაა თუ ვისი „ჩაწოდებით.“ თუმცა, ეუთო/ოდირი თავად ვარდება წინააღმდეგობაში. ერთის მხრივ, ითხოვს რეფორმის მიუხედავად თოლორაიას და მისი მოადგილეების თანამდებობაზე შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ის პირები, ვისაც, მაგალითად, პოლიციის ან/და თავდაცვის უწყებებში მუშაობის მოჭარბებული სტაჟი აქვთ, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ უნდა იქნენ არჩეული.“ ლონდა თოლორაიას კი ამ მხრივ მდიდარი პოლიციური და საპროკურორო გამოცდილება აქვს, თანაც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პირობებში, უშუალოდ ადეიშვილის ფრთის ქვეშ. მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე იყო შეცდომა, რაც შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურეს. შეცდომა, მართალია გვიან, მაგრამ გამოსწორდა.’’ – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება