fbpx

 მძიმე, საგანგაშო მუსიკის ფონზე მუდმივად იყო იმაზე საუბარი, რომ დღე-დღეზე სააკაშვილი აღარ იქნება, რადგან სახელმწიფო მისთვის არაფერს აკეთებს, საბოლოო ჯამში დადასტურდა სახელმწიფოს სიმართლე

ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ჩართულია მედიაც და სხვადასხვა ტიპის ლობისტებიც, რომლებიც იმას კი არ ცდილობდნენ, რომ სააკაშვილისთვის მოეწოდებინათ, დამორჩილებოდა მკურნალობას და მიეღო შესაბამისი კალორაჟს საკვები, არამედ პირიქით, მოუწოდებდნენ, მას არ შეეწყვიტა შიმშილობ. მაქსიმალურად ცდილობდნენ, მას დაეკლო წონაში და უკანონოდ, ჯანმრთელობის გაუარესების გზით მოეპოვებინა თავისუფლება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მძიმე, საგანგაშო მუსიკის ფონზე მუდმივად იყო იმაზე საუბარი, რომ დღე-დღეზე სააკაშვილი აღარ იქნება, იმიტომ რომ სახელმწიფო მისთვის არაფერს აკეთებს, საბოლოო ჯამში დადასტურდა სახელმწიფოს სიმართლე.

„როდესაც 12 მაისს ჩვენ გვქონდა ბრიფინგი ამის შემდეგ ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა ჩაატარეს ასევე საპასუხო ბრიფინგი, სადაც ქალბატონმა გიული ალასანიამ განაცხადა შემდეგი, რომ მათ არ დაუქირავებიათ ლობისტები, არამედ დაიქირავეს მედია. ძალიან საინტერესოა, რას ნიშნავს მედიის დაქირავება იმისთვის, რომ წარმოებულიყო ეს კამპანია და აბსოლუტურად ყველა გაზეთი გაჯერებულიყო ტყუილით. ეს იყო მხოლოდ აღქმებზე დამყარებული გადმოცემები, რასაც ჟურნალისტები საკმაოდ „წარმატებით“ ახერხებდნენ. მძიმე, საგანგაშო მუსიკის ფონზე მუდმივად იყო იმაზე საუბარი, რომ დღე-დღეზე სააკაშვილი აღარ იქნება, იმიტომ რომ სახელმწიფო მისთვის არაფერს აკეთებს. თითქოს მასთან პოლონელ ექიმებს არ უშვებენ, ესეც მრავალჯერ დავადასტურეთ, რომ ეს იყო ტყუილი. სინამდვილეში არც კი მოუმართავთ სათანადო ფორმით, რომ ეს ექიმები შესულიყვნენ და საბოლოო ჯამში დადასტურდა სახელმწიფოს სიმართლე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება