fbpx

 ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება ყველაფერზე პასუხისმგებლობა – შემთხვევითი არ არის ის, რომ მათი რეიტინგი ზემოთ არ ადის

ოპოზიცია ყოველთვის აგებს იმით, რომ ისეთ პირობებს აძლევს საზოგადოებას, ყოველ ჯერზე, როდესაც ვერ ასრულებს, მათი ლუსტრაცია ხდება. შემთხვევით არ არის ის, რომ მათი რეიტინგი ზემოთ არ ადის, – ამის შესახებ ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ის ხალხიც, რომლებიც „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილოები არიან, ვერ ხედავენ ალტერნატივას. მათ [ოპოზიციას] ჰგონიათ რატომღაც, რომ ხელისუფლებას ეკისრება მხოლოდ ყველაფერზე პასუხისმგებლობა, რეალურად, თუნდაც ამ 12 რეკომენდაციაში ბევრი არის რამ ისეთი ჩადებული, რომ არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას. მათ გაცილებით უფრო მეტი უნდა იფიქრონ მომავალ შედეგებზე, იმაზე, რატომ ხდება ის, რომ მათი პოზიციები არ ძლიერდება.

ამჯერად მათი მხრიდან სათადარიგო ლოზუნგი წამოვიდა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. შეიძლება გვარამია ჟურნალისტი არ არის, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის მედიამენეჯერის სტატუსი [აქვს] თან მუხლი აქვს ისეთი – არაძალადობრივი და ამიტომ, აქ უფრო მეტი საშუალება აქვთ, მეტი ხელმოსაკიდია, რომ წინა პლანზე წამოწიონ. ამიტომ სააკაშვილის თემამ რომ არ იმუშავა, წამოწიეს გვარამიას საკითხი“, – განაცხადა ადვოკატმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება