fbpx

მოსკოვის დიდ სავაჭრო ცენტრებს, სპორტულ კომპლექსებსა და საგამოფენო სივრცეებში დროებითი საავადმყოფოები მოეწყობა – განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობონიანმა.

მოსკოვი საგამოფენო სივრცეებში, სპორტულ კომპლექსებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში საავადმყოფოებს მოაწყობს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას მოემსახურება.

„ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ დიდ სავაჭრო ცენტრებს, სპორტულ კომპლექსებსა და საგამოფენო სივრცეებს შევარჩევთ, რათა იქ დროებითი საავადმყოფოები მოეწყოს“, – განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობონიანმა.

მისივე თქმით, ეს პროაქტიული ზომებია. დედაქალაქის მერის მოადგილემ პიოტრ ბირიუკოვმა კი აღნიშნა, რომ ასეთი სივრცეების მოსაწყობად მთელი რიგი ინფრასტრუქტურული ცვლილებები იქნება საჭირო. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით პაციენტების მისაღებად რუსეთის ხელისუფლება ათობით საავადმყოფოს არემონტებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 124 000-ს გადააჭარბა, ხოლო ვირუსს 1200-ზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა. ვირუსის გავრცელების მთავარი ეპიცენტრი მოსკოვია.

გაუზიარე!

Shares