fbpx

მეუფე იობი მამა დავითზე კომენტარს აკეთებს-თავის დროზე ვიშვილე, მერე აღარ, ნასვამ მდგომარეობაში რომ ვნახე მეც არ მომეწონა!

რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა, რომლის შვილობილიც განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მამა დავითია, ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებაზე პირველ კომენტარი გააკეთა.

„არაფერი არ მომხდარა – ნუ გასროლა მოხდა, ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი. საერთოდ არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. თქვენ ისიც თქვით, რომ თითქოს მონასტერში მოხდა, მონასტერში არ მომხდარა ასეთი რამე, არც ეპარქიაში. შელაპარაკება იყო, თუმცა მათ შორის არა, ერისკაცებს შორის მოხდა ჩხუბი. მეტი არაფერი.

ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს. სასულიერო პირები ერთმანეთს არ დაპირისპირებიან, მამა საბამაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება და მამა დავითიც იტყვის, ალბათ როცა გამოვა. მამა დავითი იარაღს არ ატარებდა. სასამართლო დადგენილება უნდა იყოს ამის თაობაზე.

თავის დროზე ვიშვილე, მერე აღარ, ნასვამ მდგომარეობაში რომ ვნახე მეც არ მომეწონა. როგორც საერო პირებში სვამენ, ასეა სასულიერო პირებშიც. ყველაზე მკაცრად ვექცეოდი მამა დავითს, ყველაზე მეტი აკრძალვები აქვს მღვდელმოქმედების.

რისთვის უნდა შემიჩერონ (უფლებამოსილება)? მე რა დავაშავე, რას ვმფარველობ. ნასვამ მდგომარეობამ არ იცის არც ერისკაცი, არც სასულიერო პირი. იშვიათად სვამდა, თავს იკავებდა.

იმ დღეს მამა საბა იყო ჩამოსული შერიგებისთვის, რაღაცა კონფლიქტი ქონდათ და ჩემი თანდასწრებით შერიგდნენ. “- განაცხადა მეუფე იობმა.

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, მამა დავითი ერისკაცობაში კობა კობაიძე გახლდათ. მას შემდეგ, რაც ის მეუფე იობმა იშვილა სახელიც და გვარიც შეიცვალა და დავით აქიაშვილი გახდა. მან მამობილი მღვდელმთავრის გვარი მიიღო.

შეგახსენებთ, 20 აპრილს ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ყინწვისის ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი – არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი).

არსებული ინფორმაციით, მამა დავითმა არქიმანდრიტ საბას იარაღი ხელში ესროლა. სავარაუდოდ, პოლიციამ თავდაპირველად სასულიერო პირი დააკავა, შემდეგ კი გაუშვა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება