fbpx

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: უარს ვაცხადებს მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც პროფესიული დანიშნულების გარდა, შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც

ჩემი პროფესიის მკაცრი სპეციფიკურობის გათვალისწინებით, უარს ვაცხადებს მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც პროფესიული დანიშნულების გარდა, შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც, – ამის შესახებ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კოჭლამაზაშვილი აცხადებს, აშშ-ში დაგეგმილმა მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტმა, ბოლო დღეებში, პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. მოსამართლის თქმით, სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო აცხადებს უარს ვიზიტში მონაწილეობაზე.

„როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი იყო მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტი, სადაც მეც ვმონაწილეობდი. იგი მიზნად ისახავდა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას და მისთვის რაიმე სხვა დატვირთვის მინიჭება საფუძველს მოკლებული იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელ დღეებში აღნიშნულმა ვიზიტმა შეიძინა მკვეთრად პოლიტიკური მნიშვნელობა და მოსამართლეთა ნაწილის წასვლა ან წაუსვლელობა გახდა პოლიტიკური შეფასების საგანი, ჩემი პროფესიის მკაცრი სპეციფიკურობის გათვალისწინებით, უარს ვაცხადებს მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც პროფესიული დანიშნულების გარდა, შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც.“ – წერს ბადრი კოჭლამაზაშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება