fbpx

მიხეილ სარჯველაძე: ცდილობენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სურათი შექმნან

მეც არც მქონია მოლოდინი, რომ შეიძლებოდა რაიმე საპირისპირო დადასტურებულიყო, იმიტომ რომ ყველაფერი ამაზე მიანიშნებდა. თუმცა, რა თქმა უნდა კარგია, რომ ეს ყველაფერი დოკუმენტურად დადასტურდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გერმანული ლაბორატორიის კვლევის პასუხზე საუბრისას.

„ცდილობენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სურათი შექმნან, რომელი სურათის გამოყენებაც შემდეგ ხელისუფლებას დაჰბრალდება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ განმეორებით ჩატარებული კვლევებით, რომელიც გერმანიაში ლიმბახის ლაბორატორიის მიერ ჩატარდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და არც ამჟამად არის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება