fbpx

ბექა ოდიშარია: ერთკაციან პარტიებს, ნულოვანი მხარდაჭერით, უნდათ, რომ აჯანჯღარონ სასამართლოს ინსტიტუცია, რომელსაც „ქართული ოცნება“, ჩვენი ხელისუფლება რუდუნებით აშენებს

ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით მოსამართლის მანტიას. ეს გამოიხატა მათ თავისუფლებაში. საზოგადოება ხედავს ამას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

„ძალიან ბევრ სასამართლო გადაწყვეტილებაში ეს მოჩანს, როდესაც სახელმწიფო მოქალაქესთან დავას აგებს. ეს ხომ ერთ-ერთი ინდიკატორია, როდესაც სტატისტიკა დიამეტრულად იცვლება. ახლა ამ ერთკაციან პარტიებს, ნულოვანი მხარდაჭერით, უნდათ, რომ აჯანჯღარონ ეს ინსტიტუცია, რომელსაც „ქართული ოცნება“, ჩვენი ხელისუფლება რუდუნებით აშენებს და მაქსიმალურად ცდილობს, მისი დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

საუბრისას იგი ხათუნა სამნიძის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ეახლა კლანსო. აღქმების როგორი მრუდე სარკეა! ალბათ, ყველას ახსოვს, როდესაც იუსტიციის მინისტრი იყო ბატონი ადეიშვილი და მოსამართლეები მართლაც ეახლებოდნენ მას ან სხვა პროკურორებს. მიიღებდნენ ინსტრუქციებს და ვერც ბედავდნენ, პროკურორს საჯაროდ შეპასუხებოდნენ. ისე, უბრალოდ, მსახიობურად მაინც, დადგმული სიუჟეტის მიხედვით.

ახლა დამოუკიდებელმა ინსტიტუციამ არაორდინარულ სიტუაციაში მაშინ, როდესაც მან საჭიროდ ჩათვალა, რომ თავს ესხმიან უსამართლოდ, როდესაც ხდება ხელოვნურად დისკრედიტაცია ამ ინსტიტუტის, მიმართა პრემიერ-მინისტრს საჯაროდ. ყურში კი არ ჩასჩურჩულა და დახურული ხაზით კი არ დაურეკა ტელეფონით, საჯაროდ მიმართა, რომ ჩვენს ინსტიტუციას ახლა უჭირს და გვაინტერესებს მთავრობის მეთაურის პოზიცია. მთავრობის მეთაურმა ისინი ოფისში კი არ დაიბარა, ადგა და მიბრძანდა. მოსამართლეთა კორპუსს დასდო პატივი, მოუსმინა მათ და ბუნებრივია, გააკეთა თავისი დასკვნები“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა პრემიერს მოსამართლეებთან შეხვედრის თხოვნით

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება