fbpx

მოერიდეთ მასობრივ შეკრებას! – ბათუმის ბულვარი განცხადებას ავრცელებს

ბათუმის ბულვარი განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ბათუმის ბულვარისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვიზიტორებისა და დამსვენებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

ბაღის ტერიტორიაზე უსაფრთხო დასვენების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ “ბათუმის ბულვარი” ყველა კერძო მეწარმეს მოგმართავთ რეკომენდაციით მაქსიმალურად აკონტროლოთ თქვენს სივრცეში არსებული ვითარება და დაიცვათ საქართველოსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეგულაციები.

თხოვნით მივმართავთ ასევე ვიზიტორებს, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ ბაღის ტერიტორიით – მოერიდეთ მასობრივ შეკრებას! ატარეთ პირბადე! დაიცავით სოციალური დისტანცია!

არსებულ ვითარებაში თითოეული თქვენგანის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევითა და რეკომენდაციების დაცვით უსაფრთხოდ დავასრულებთ ტურისტულ სეზონს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება