fbpx

ეს არის ჯო ბა­ი­დე­ნის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის და ფუნ­ქცი­ის აღი­ა­რე­ბა-დავით ზალკანიანი

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან სო­მე­ხი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წინსვლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა შემ­დგო­მი რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია ჯო ბა­ი­დე­ნის მი­სა­ლოც წე­რილ­ში, რო­მე­ლიც მან სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ­ფა­ში­ნი­ანს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა­სა და ახა­ლი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­უგ­ზავ­ნა.

„შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მო­ხა­რუ­ლია სო­მე­ხის სამ­ხედ­რო პა­ტიმ­რე­ბის აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვას და­ეხ­მა­როს და ჩვენ კვლა­ვაც მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა სამ­ხედ­რო ტყვის უსაფრ­თხო დაბ­რუ­ნე­ბის­კენ. ჩვენ იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი პროგ­რე­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა შემ­დგო­მი რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, მინ­სკის ჯგუ­ფის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბულ დის­კუ­სი­ებ­თან ერ­თად“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ბა­ი­დე­ნის წე­რილ­ში.

აქვე სა­უ­ბა­რია, რომ ის აც­ნო­ბი­ე­რებს უსაფრ­თხო­ე­ბის იმ რთულ გა­მოწ­ვე­ვებს, რომ­ლე­ბიც მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნა.

„შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მზად არის მხა­რე­ებს ეუთო-ს მინ­სკის ჯგუ­ფის ეგი­დით ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი, მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის­თვის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში და­ეხ­მა­როს. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე ჩა­ერ­თონ არ­სე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ბა­ი­დე­ნის მი­მარ­თვა­ში.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი ეხ­მა­უ­რე­ბა. მან მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით გა­მო­ხა­ტა მზა­ო­ბა, სა­ქარ­თვე­ლომ მო­მა­ვალ­შიც შე­ი­ტა­ნოს სა­კუ­თა­რი წვლი­ლი რე­გი­ონ­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბის­თვის.

“ეს არის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის და ფუნ­ქცი­ის აღი­ა­რე­ბა, ასე­ვე იმ უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­შუ­ა­მავ­ლო პრო­ცე­სის აღი­ა­რე­ბა, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ჩარ­თუ­ლო­ბით, რა თქმა უნ­და­ეს არის ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი რო­ლის აღი­ა­რე­ბაც და ჩვენ მო­მა­ვალ­შიც მზად ვართ, რომ ეს ფუნ­ქცია ავი­ღოთ სა­კუ­თარ თავ­ზე და სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რე, რე­გი­ონ­ში იყოს ლი­დე­რი სა­ხელ­წმი­ფო და მშვი­დო­ბის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი სა­ხელ­წმი­ფო, რათა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი.

ჩვე­ნი მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რო­ბის პო­ზი­ცია, რომ თბი­ლის გახ­დეს პლატ­ფორ­მა ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან, აზერ­ბა­ი­ჯან­თან და სომ­ხეთ­თან დი­ა­ლო­გის შემ­დგო­მი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით იმის­თვის, რომ ის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ექ­ტე­ბი შემ­დგომ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რა­შიც არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი რო­გორც აშშ, ისე სა­ქარ­თვე­ლო და ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, გარ­და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბი­სა, რე­გი­ონ­ში არ არ­სე­ბობს და ამა­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, ჩვენს მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რის უნდა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, უშუ­ა­ლოდ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის , სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­დი , რომ ჩვენც მო­მა­ვალ­ში ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფუნ­ქცი­ას გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ”, – გა­ნა­ცხა­და და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება