fbpx

 დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და არც ამჟამად არის

მოწამვლა, ეს ძალიან ეფექტური პიარსვლა არის. ძალიან კარგად ესმის საქმეში ჩაუხედავი ადამიანის ყურს, გაიგო სიტყვა მოწამვლა და სიღრმე აღარ აინტერესებს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ გასაჯაროებულ დასკვნას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ე.წ. მოწამვლის ვერსიას ეხება.

„მოწამვლის ვერსია იყო ადვილად აღსაქმელი, კლიპურად მოაზროვნე ადამიანებისთვის ადვილად მისაწოდებელი, როდესაც ამ სიტყვებზე პირდაპირ ენთება გარკვეული წერტილები და მომენტალურად აღიქმება როგორც რაღაც საშინელება.

თუ ამ თემას გავშლით, როგორც პიარ სტრატეგია და ლობისტების მუშაობა, მათ სწორად გათვალეს ალბათ იმ საზოგადოებაზე, სადაც თვითონ არიან. იმ საზოგადოებაში არ არის მიღებული ჩაღრმავებები. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ განსწავლულია, მითუმეტეს სასამართლო მედიცინაში. ამიტომ ჩვენს საზოგადოებაში ამ სტრატეგიამ არ იმუშავა. ლობისტებისა და პიარტექნოლოგიების მუშაობა ამ კონკრეტულ ქეისში შეიძლება სახელმძღვანელოში შევიდეს როგორც ყველაზე წარუმატებელი. ძალიან ძვირიანი, მაგრამ ძალიან წარუმატებელი“, – აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ განმეორებით ჩატარებული კვლევებით, რომელიც გერმანიაში ლიმბახის ლაბორატორიის მიერ ჩატარდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და არც ამჟამად არის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება