fbpx

მე მომწონს ჩემი ჭაობი, მე რას მიყურებთ, სხვები ამოაშრეთ-დავით გადელია

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია ვაქცინაციის შესახებ წერს-

პასუხი მთავარ კითხვაზევაქცინაციის მოწინააღმდეგეთა მთავარ კითხვად იქცა: “-შენ აიცერი სრულად, ხომ არ დაგემართება, მე რას მაძალებ, შენი რა მოდის?”მინდა ძალიან თვალსაჩინო და გარკვეულწილად ისტორიული, მარტივი მაგალითით აგიხსნათ: კოლხეთის დაბლობზე, საუკუნეების განმავლობაში იყო ჭაობები, რაც მალარიის კოღოს გამრავლების საუკეთესო პირობებს ქმნიდა. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ვერავინ ვერ გადაურჩებოდა ამ დაავადებას, ქინაქინას გამოყენებამდე და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ დაავადებით კვდებოდა. მიიღო ქვეყანამ გადაწყვეტილება- ამოეშროთ ყველა ჭაობი! მართლა სასწაული ძალისხმევა იყო და კოლხეთის უზარმაზარი ჭაობები ამოაშრეს (მხოლოდ დიდი წვიმების შემდეგ დგება გარკვეული დროის განმავლობაში ). ამან გამოიწვია მალარიის, როგორც კარდინალური პრობლემის გადაწყვეტა. ახლაც გვხვდება შიგადაშიგ, მაგრამ ახლა ეს არის ერთეული შემთხვევები. აღარაა გლობალური. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მიწის ზოგიერთ მეპატრონეს ეთქვა- ” მე მომწონს ჩემი ჭაობი, მე რას მიყურებთ, სხვები ამოაშრეთ!” ეს იმ დროზეა საუბარი, როცა ვინმე თუ იტყოდა ამას, თავად მოუწევდა ჭაობში მუშაობა- ოღონდ ურალის ბევრად იქით. ვთქვათ და ეს დრო ყოფილიყო, დემოკრატია, არ უნდა- რას იზამ, ვერ დააძალებ. ვთქვათ 90 % დათანხმდა ამოშრობას და დარჩა 10% ჭაობი. როგორ ფიქრობთ, მოისპობოდა მალარია, როგორც რეგიონალური პრობლემა თუნდაც 10% ჭაობის დატოვების შემთხვევაში?? სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ არა და კვლავ ძალიან მაღალი იქნებოდა მალარიით დაავადებულთა რაოდენობა! დარჩენილი ჭაობი შექმნიდა მუდმივ კერას რეგიონში!… შეიძლება ეს ფაქტი გამოადგეს მათ, ვინც მართლა ეძებს დასაყრდენ არგუმენტს, აქვს გულწრფელი კითხვები ვაქცინაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ხოლო უკვე ჩამოყალიბებულებს, შეიძლება ითქვას- ჩაბეტონებულებს (მომბეზრდა ასეთებთან კეკლუცი და დელიკატურობა. ვინც მართლა კითხულობს, ვხედავ ეშინია და დასაყრდენი უნდა- მზად ვარ ნახევარი დღე დავუთმო ახსნისთვის. არა საკამათოდ! )- ეს სტატუსი ვერაფერს შემატებს და გაატარეთ. თქვენთან კამათითაც არ შევიწუხებ თავს, რადგანაც ოცდამეერთე საუკუნეში ამ საკითხზე კამათი პირად შეურაცხყოფად მიმაჩნია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება