fbpx

ლეო მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს

ლეო მესი ბარსელონას ტოვებს” – ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში კლუბ ბარსელონას ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფეხბურთელი და კლუბი ცდილობდნენ, მათი პოზიციები შეეჯერებინათ, თუმცა ეკონომიკური და სტრუქტურული დაბრკოლებების გამო, მესის კლუბში დარჩენა შეუძლებელი გახდა.

ლეგენდარულ ფეხბურთელს კლუბი გულწრფელ მადლობას უხდის.

“მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას კლუბმა ბარსელონამ და ლეო მესიმ მიაღწიეს, ორივე მხარის მკაფიო განზრახვა კონტრაქტის გაფორმებაზე, მისი ფორმალიზება შეუძლებელია ეკონომიკური და სტრუქტურული დაბრკოლებების გამო (ესპანეთის ლიგის რეგულაციები). ამიტომ, მესი ბარსელონას ტოვებს.

ორივე მხარე ნანობს, რომ ფეხბურთელისა და კლუბის სურვილები საბოლოოდ ვერ შეჯერდა.

“ბარსელონა” გულწრფელ მადლობას უხდის ფეხბურთელს კლუბის კეთილდღეობაში შეტანილი წვლილისთვის და უსურვებს მას ყოველივე საუკეთესოს მომავალში მის პირად და პროფესიულ ცხოვრებაში.” – აღნიშნულია განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება