fbpx

მაშინ როდესაც ყველა გავერთიანდით კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ესენი გაერთიანდნენ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ

ოპოზიციის ნაწილი კვლავ არ აპირებს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში მმართველ გუნდთან ერთად მუშაობას. ისინი ალტერნატიულ შეხვედრებში მონაწილეობენ და დღესაც, მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. რადიკალური ოპოზიციის ამ ქმედებებს მმართველ გუნდში დესტრუქციულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათ მთავრობისა და სახელმწიფოსთვის ევროინტეგრაციის პროცესში ხელის შეშლა სურთ.

„მაშინ როდესაც ყველა გავერთიანდით კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ესენი გაერთიანდნენ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ და თან ამ პროცესში იმდენად უხერხული და უსუსური არგუმენტები აქვთ, რომ კიდევ უფრო კომედიურ სიტუაციაში იყენებენ საკუთარ თავს“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება