fbpx

შევახსენებ ქალბატონ ელჩს, რომ სულ მცირე ევროპარლამენტის 308 დეპუტატს დააკარგვინეს ფუჭად დრო

შევახსენებ ქალბატონ ელჩს, რომ სულ მცირე ევროპარლამენტის 308 დეპუტატს დააკარგვინეს ფუჭად დრო, როცა გაუგონარი ჩანაწერები შეიტანეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელდასხმით ევროპარლამენტის რეზოლუციაში, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომლითაც მან ბიძინა ივანიშვილის წერილს უპასუხა.

„სწორედ ეს რეზოლუცია, სწორედ ამგვარი უადგილო და უშინაარსო ჩანაწერები, რომელსაც სხვათა შორის ბევრი ევროპელი პოლიტიკოსიც აღიარებს, აღრმავებს პოლარიზაციას და დაპირისპირებას“, – აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა: „გულწრფელად რომ ვთქვათ, ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების, ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ ყურადღება კონცენტრირებული იყოს მკაფიო გზამკვლევზე ევროკავშირის წევრობისკენ“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება