fbpx

როდესაც ევროკავშირი მოუწოდებს ოპოზიციას მმართველ გუნდთან ერთობლივად მუშაობისკენ, ამ ფონზე საპირისპირო ქმედებები ევროკავშირის სტანდარტებთან დაპირისპირებაა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, მაშინ, როდესაც ევროკავშირი მოუწოდებს ოპოზიციას მმართველ გუნდთან ერთობლივად მუშაობისკენ, ამ ფონზე საპირისპირო ქმედებები ევროკავშირის სტანდარტებთან დაპირისპირებაა.

„ევროკავშირი, ხელისუფლება მოუწოდებს ოპოზიციას, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ და ერთობლივ მუშაობაზე კეთდება აქცენტი. რასაკვირველია ამის საპირისპიროდ სხვა [ქმედება], ნიშნავს იმას, რომ დაპირისპირება ხდება არა მხოლოდ ხელისუფლებასთან, არამედ ევროკავშირის სტანდარტთან და იმასთან, რაც ევროკავშირს მიაჩნია ღირებულად“, – აცხადებს სარჯველაძე.

ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად, პარლამენტში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პარლამენტის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის ნაცვლად, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ალტერნატიულ ჯგუფში მუშაობენ. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამგვარად მოქმედებას საშემოდგომო სესიამდე აპირებს, შემდეგ კი საკუთარ კანონპროექტებს კომიტეტის სხდომებზე გაიტანენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება