fbpx

მაშინ, როდესაც ქართველი ხალხის ბედით შეწუხებული და საქართველოს მომავალზე ზრუნვით „მუხლებგადატყავებული“ ელჩი დეგნანი გვირჩევს, რა გვესაჭიროება და ცხოვრების როგორი სტილი ავირჩიოთ, აშშ-ის საელჩო ანსამბლ „მართვეს“ წევრებს ვიზებს არ აძლევს

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ანსამბლ „მართვეს“ ბავშვების ამერიკაში გასტროლების ჩაშლას ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ცუდად ჩანს.

„სტრატეგიული პარტნიორობის საამაყო მაგალითი…

მაშინ, როდესაც ქართველი ხალხის ბედით შეწუხებული და საქართველოს მომავალზე ზრუნვით „მუხლებგადატყავებული“ ელჩი დეგნანი გვირჩევს, რა გვესაჭიროება და ცხოვრების როგორი სტილი ავირჩიოთ, შტატების საელჩო ამერიკული მოწვევისა და დაგეგმილი გასტროლების მიუხედავად, ანსამბლ „მართვეს“ წევრებს ვიზებს არ აძლევს და მთელი ჯგუფს საქართველოში ტოვებს.

ჰოდა… ქალბატონო დეგნან!

სანამ რუსეთის მხრიდან სავიზო აკრძალვის გაუქმებაზე დაიხოკავთ სახეს, ჯობია სარკეში ჩაიხედოთ – „დირეები“ გიჩანთ.“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ანსამბლი „მართვე“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, საქართველოში დატოვეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება