fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: თუკი შევეცდებით ზღვარი წავშალოთ ქალსა და კაცს შორის, მივიღებთ უღმერთო და უზნეო ქვეყანას, რომელიც არსებობას შეწყვეტს

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ოჯახის სიწმინდის დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, „ეს დღე პოპულარიზაციას უწევს ისეთ უმთავრეს ღირებულებას, რაზედაც დგას საქართველო – ღმერთი, ოჯახი, სამშობლო!“:

„გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს!

ოჯახი სახელმწიფოს საძირკველია, რომელიც ინახავს ყველა იმ ღირებულებას, რაც სჭირდება ქვეყანას აწმყოშიც და მომავალშიც. იქ, სადაც ოჯახი არ ფასობს, იმ ქვეყანას ფასი არა აქვს.

ოჯახისადმი პატივისცემა, მამობა, დედობა და შვილებისადმი დამოკიდებულება – ჩვენი უძველესი ტრადიციებია და ამას მოფრთხილება სჭირდება. თუკი არ შევინარჩუნებთ წარსულს, არ გვექნება მომავალი. თუკი შევეცდებით ზღვარი წავშალოთ ქალსა და კაცს შორის, მივიღებთ უღმერთო და უზნეო ქვეყანას, რომელიც არც ქართველისთვის და არც უცხოელისთვის იქნება ფასეული. ასეთი სახელმწიფო არსებობას შეწყვეტს.

მადლობა საქართველოს პატრიარქს ამ დღის დაწესებისთვის. ოჯახისადმი პატივისცემა მხოლოდ დღევანდელი დღის აღნიშვნით არ გამოიხატება. ეს ჩვენი ცხოვრების სტანდარტი უნდა იყოს. მაგრამ, ეს დღე პოპულარიზაციას უწევს ისეთ უმთავრეს ღირებულებას, რაზედაც დგას ჩვენი ქვეყანა – ღმერთი, ოჯახი, სამშობლო!

ეს არის ჩვენი მრწამსი და თუ გვინდა გვქონდეს პროგრესული სახელმწიფო, უნდა შევინარჩუნოთ ძველი და განვავითაროთ ახალი.

გილოცავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ოჯახის სიწმინდე და ღირებულებები!“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება