fbpx

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია გაიზარდოს ტურიზმის ინდუსტრია, მდგრადი განვითარება, ხელი შევუწყოთ ტურისტული ნაკადების დაბალანსებულ გადანაწილებას ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში, დაბასა თუ სოფელში

ჩვენი მიზანია გაიზარდოს ტურიზმის ინდუსტრია, მდგრადი განვითარება, ხელი შევუწყოთ ტურისტული ნაკადების დაბალანსებულ გადანაწილებას ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში, დაბასა თუ სოფელში, რათა გაგრძელდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის დინამიკა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმისა და ავიაციის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ტურიზმის ინდუსტრია გამოირჩეოდა განსაკუთრებული, სწრაფად ზრდის დინამიკით.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, გვერდში დგომისთვის, იმ თანამშრომლობისთვის, რამაც განაპირობა ქვეყნის ამგვარი წარმატება, რითაც დღეს თითოეული ჩვენგანი ძალიან ვამაყობთ. ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ტურიზმის ინდუსტრია გამოირჩეოდა განსაკუთრებული, სწრაფად ზრდის დინამიკით, რამაც განაპირობა ის, რომ წარმატებული ტურიზმის სექტორი გახდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელსაც აქვს უდიდესი პოზიტიური გავლენა ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, არის დამოკიდებული, ჩართული ტურიზმის ინდუსტრიაზე და ტურიზმის სექტორის წარმატებულობას, ტურისტული ნაკადების ზრდას, ტურიზმიდან შემოსავლის ზრდას, საკუთარ შემოსავლებზე პირდაპირ პროპორციულად იღებს. ჩვენი მიზანიც ზუსტად ესაა, რომ ტურიზმის ინდუსტრია გაიზარდოს და განვითარდეს. ხელი შევუწყოთ ტურისტული ნაკადების დაბალანსებულ გადანაწილებას ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში, დაბასა თუ სოფელში იმისთვის, რომ გაგრძელდეს დინამიკა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის. შეიქმნას ახალი განთავსების ობიექტები, გაიხსნას ახალი რესტორნები, ახალი სერვისები, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და თითოეული ტურისტის ერთ ვიზიტზე საშუალო დანახარჯი აისახება ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობაზე“,- აღნიშნა ქვრივიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება