fbpx

ირაკლი კობახიძე გლობალური ტერორიზმის ინდექზე: ეს არის იმ ეფექტიანი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არსებობა გვიწევს ძალიან რთულ რეგიონში და არის უამრავი გამოწვევა ჩვენ გარშემო, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ როგორც მშვიდობას, ასევე სიმშვიდესა და სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ გამოქვეყნებულ გლობალური ტერორიზმის ინდექს, რომელშიც საქართველოს მოწინავე პოზიცია უჭირავს.

„ეს არის იმ ეფექტიანი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს. განსაკუთრებული მადლობა აქ ბუნებრივია ეკუთვნით სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომლებიც ჩუმად, მაგრამ ეფექტიანად მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს სიმშვიდე და ქვეყანა დაცული იყოს ნებისმიერი ასეთი საფრთხისგან“, – აღნიშნა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება