fbpx

მარიამ ლაშხი: ის რომ ევროპაში არ იყენებ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რათა შენი ქვეყნის ევროინტეგრაციას დაეხმარო, ამას გამართლება არ აქვს. ეს არის სამარცხვინო ისტორია ოპოზიციის საპარლამენტო ცხოვრებაში

ის რომ ევროპაში არ იყენებ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს იმისთვის, რომ შენი ქვეყნის ევროინტეგრაციას დაეხმარო, ამას გამართლება არ აქვს. ეს არის სამარცხვინო ისტორია ოპოზიციის საპარლამენტო ცხოვრებაში, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე მარიამ ლაშხმა განაცხადა.

„თუ გადავხედავთ, ვინ იყვნენ დელეგაციაში, მივხვდებით რომ ეს არახალია, უბრალოდ ასეთი ფართომასშტაბიანი და ასეთ საერთაშორისო დონეზე აქამდე არ ყოფილა“, – აღნიშნა ლაშხმა.

საქართველოს ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია ბრიუსელში ვერ მიიღეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება