fbpx

ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროდ, პრეზიდენტმა დაკარგა ის როლი, რაც კონსტიტუციით აქვს და რაც მისმა ამომრჩეველმა მიაკუთვნა – ის არ არის ნეიტრალური არბიტრი

სამწუხაროდ, პრეზიდენტმა დაკარგა ის როლი, რაც კონსტიტუციით აქვს და რაც მისმა ამომრჩეველმა მიაკუთვნა მას, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ის არ არის ნეიტრალური არბიტრი. ის არ არის იმ პოზიციის მქონე ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ის არ არის ადამიანი, რომელიც სტაბილურობის უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ის მოქმედებს იმ პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინც ჩათვალა, რომ ამ ომის დაწყებასთან ერთად, თუ ჩვენ ვიქნებოდით იმ ნარატივის მიმყოლები, რასაც ჩვენ მოგვიწოდებდნენ, ეს იქნებოდა უმოკლესი გზა უკრაინასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ვეთანხმები, ვიქნებოდით უკრაინასთან ერთად, მაგრამ იმ უბედურებასთან ერთადაც ვიქნებოდით, რა ომიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს. ჩვენი სახელმწიფოს მეთაური ვინც იქნებოდა თუ პრემიერ-მინისტრი, ივლიდა დასავლეთში, როგორც გმირი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში იქნებოდა ის უბედურება, ომი, რაც სამწუხაროდ, დღეს, რუსული აგრესიის სახით მიმდინარეობს უკრაინაში. ჩვენ ამ ვითარებაში ერთადერთი სწორი გზა ავირჩიეთ, როდესაც ევროპასთან, ცივილიზებულ მსოფლიოსთან ჩვენი ინტეგრაციის გზა მკაფიოდ დავიცავით, ამავდროულად მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ქვეყანას ავაცილოთ რეალური საფრთხე“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება