fbpx

გია ცაგარეიშვილი: საქართველოში გადმორიცხული მილიონობით დოლარი ხმარდება თავაშვებულ პროპაგანდას ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ევროპული ღირებულებების დამდაბლებას, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შეფერხებას

საქართველოში გადმორიცხული მილიონობით დოლარი პირდაპირ ხმარდება თავაშვებულ პროპაგანდას ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ევროპული ღირებულებების დამდაბლებას, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შეფერხებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„ქვეყანას აბრალებენ ათასგვარ უბედურებას, თითქოს ჩვენ ჩართულები ვართ სასანქციო წესრიგის დარღვევაში, რომ რუსულ ინტერესებს ვატარებთ, რომ კავშირები გვაქვს ფარულ სეპარატისტულ რეგიონთა ხელმძღვანელებთან და ა.შ., – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

მმართველი გუნდი უცხოურ დონორებს კვლავ მოუწოდებს დაინტერესდნენ, რისთვის ხარჯავენ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები თანხებს. ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არაერთი მოწოდების მიუხედავად, არასამთავრობო სექტორის ნაწილი ისევ დუმს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება