fbpx

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ევროკავშირის გაფართოების კომისარს საქართველოს მხარდაჭერისათვის აკრიტიკებს

საქართველოს მხარდაჭერისათვის აკრიტიკებს ოპოზიცია ევროკავშირის გაფართოების კომისარს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

„კანდიდატის სტატუსის მიღების წინა დღეებში რომ ევროკავშირის გაფართოების კომისარს [ოლივერ ვარჰეის] აკრიტიკებს ოპოზიცია, ბევრი კითხვა რჩება? საქართველოს მხარდაჭერისათვის აკრიტიკებს ოპოზიცია გაფართოების კომისარს და ეს არ არის მხოლოდ წამოცდენა და ქვეცნობიერიდან ნასროლი კრიტიკა, არამედ ეს არის მათი მავნებლობის კიდევ ერთი უტყუარი დამადასტურებელი მტკიცებულება. ამას მავნებლობა მხოლოდ ყველაზე რბილი შეფასებით შეიძლება ეწოდოს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის განცხადებით, საქართველომ გრძელი გზა გაიარა, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ ქვეყანას უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ოლივერ ვარჰეის თქმით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რადგან ეს საუკეთესო რეცეპტია წარმატებისთვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება