fbpx

გია ცაგარეიშვილი: ჩვენი ლიდერების ბანერების და პერსონალური რეიტინგების ჩართულობით განიხილავს სალომე ზურაბიშვილი პარტიულ პოლიტიკაში დაბრუნებას, თუ მათ გარეშე? მე არა მგონია, რომ ცალკე მას დიდი რეიტინგი ჰქონდეს

ჩვენი ლიდერების ბანერების ჩართულობით და მათი პერსონალური რეიტინგების ჩართულობით განიხილავს სალომე ზურაბიშვილი პარტიულ პოლიტიკაში დაბრუნებას? თუ მათ გარეშე? მე არა მგონია, რომ ცალკე მას დიდი რეიტინგი ჰქონდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„თქვენ როგორ გგონიათ, რომ არა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, იგი ამ ქვეყნის პრეზიდენტი გახდებოდა? მგონი, არავინ არ ფიქრობს ასე საქართველოში – არც ჩვენი მომხრე და, მითუმეტეს, არც ჩვენი მოწინააღმდეგე. დღეს სალომე ზურაბიშვილს აქვს თანამდებობრივი რეიტინგი, ის არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენი გამოისობით არჩეული, „ქართული ოცნების“ უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად არჩეული პრეზიდენტი. გაბედოს, გადადგეს და შეუერთდეს ოპოზიციას – მაშინ ვნახავთ, ვინ როგორ წარმატებას მიაღწევს მოახლოებულ არჩევნებში. ახლაც სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერია და სრულად არის ჩართული ოპოზიციურ საქმიანობაში. უბრალოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა – ეს მისი გადასაწყვეტია. ტექნიკური კუთხით, გულწრფელად გეტყვით, ეს ცოტა რთული წარმოსადგენია. იგი უნდა გადადგეს თანამდებობიდან რამდენიმე თვით ადრე და ჩაერთოს წინასაარჩევნო პროცესში, იმიტომ რომ ეს ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი მდგომარეობაა. მთავარია მისი გადაწყვეტილება და ეს მან უნდა განსაზღვროს“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება