fbpx

მამუკა მდინარაძე – სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინი არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური, თეორიულად თუ შეიძლება დავუშვათ რაიმე სხვაგვარი გადაწყვეტილება, ეს შეიძლება იყოს ვადის ამბავი

სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინი არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური, თეორიულად თუ შეიძლება დავუშვათ რაიმე სხვაგვარი გადაწყვეტილება, ეს შეიძლება იყოს ვადის ამბავი, – ამის შესახებ“ ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ამასთან მდინარაძე აღნიშნავს, რომ უნგრეთი საქართველოს განსაკუთრებით უჭერს მხარს.

“მოლოდინი არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური, თეორიულად თუ შეიძლება დავუშვათ რაიმე სხვაგვარი გადაწყვეტილება, ხაზგასმით, თეორიაში მხოლოდ, ეს შეიძლება იყოს ვადის ამბავი, მაგრამ კანდიდატის სტატუსს ბუნებრივია, ვერანაირი საფრთხე ვერ დაემუქრება.

უნგრეთზე როცა აპელირებენ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ქვეყანა და მისი ლიდერი არათუ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ხელის შემშლელად შეიძლება მოგვევლინონ, არამედ ისინი ლობიზმის დონემდე ატანილი მხარდაჭერით ცდილობენ საქართველოს დაეხმარონ ამ გზაზე და შეიძლება იმ დონეზე არა, როგორც ამას უნგრეთი გამოხატავს, მაგრამ ასევე, არიან საბედნიეროდ განწყობილი სხვა ქვეყნები და როგორც იქნა სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით, შარშან იყო უსამართლო გადაწყვეტილება ესეც უნდა აღინიშნოს”, – განაცხადა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება