fbpx

მაიკ პომპეო საქართველოში დღეს 17:00 საათისთვის იქნება

შშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში დღეს, 17 ნოემბერს ჩამოვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო მდივანი ქვეყანაში 17:00 საათისთვის იქნება.

უწყების ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრები 18 ნოემბერსაა დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში პომპეო შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერმინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. ასევე, მაიკ პომპეო შეხვდება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება