fbpx

ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა.

თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

„აფეთქების შედეგად ჩამოიშალა საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის კედელი. ადგილზე ხანძრის კვალი არ ფიქსირდება. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შენობის დათვალიერება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება