fbpx

მაია ბუწაშვილი-დაახლოებით 2 წელი უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის ინფიცირება არ მოხდება

ფაქტი, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანი ხელახლა დაინფიცირდეს, უკიდურესი იშვიათობაა, – ამის შესახებ ინფექციონისტმა და კლინიკა “ნეოლაბის” კლინიკური განყოფილების გამგემ, მაია ბუწაშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

” მსოფლიოში ამის უიშვიათესი შემთხვევებია აღწერილი. ანტისხეულები დაახლოებით 2 კვირის თავზე ჩნდება. ამიტომ, მინდა ყველას ვუთხრა რომ ანტისხეულებზე ტესტის გაკეთებას ნუ იჩქარებენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნაწილს არც უმუშავდება ანტისხეულები, მაგრამ მათ იმუნიტეტი სხვა მექანიზმით მაინც გამოუმუშავდებათ. როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, დაახლოებით 2 წელი უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის ინფიცირება არ მოხდება,” – აცხადებს მაია ბუწაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება