fbpx

ირაკლი კაკაბაძე-იმედია, მალე მოახერხებს ბატონი ალასანია პირის დამუწვას

მას ჰგონია, რომ შეძლებს მეოცე საუკუნის ბოლოს დაბრუნებას და იგივე იური ვლადიმერის ძე ანდროპოვის „კაგებეს“ მეოთდების ისევ ჩართვას საქართველოში“, – ამის შესახებ, გაზეთ „ასავალ დასავალს“ მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ, თემურ ალასანიაზე საუბრისას განუცხადა.

„როგორც ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი ალენ ბადიუ ამბობს, დღეს ჩვენ გვაქვს „თეატრის რაფსოდიის“ დრო, თემურ ალასანიაც ჯერ კიდევ „რაფსოიდიამდელ“ დროს მიეკუთვნება და მისი ტიპის „იარაღით ვაჭრობა“ და „განიარაღების კომიტეტი“ ჩაბარდა მეოცე საუკუნის რეალობას. მას ჰგონია, რომ შეძლებს მეოცე საუკუნის ბოლოს დაბრუნებას და იგივე იური ვლადიმერის ძე ანდროპოვის „კაგებეს“ მეოთდების ისევ ჩართვას საქართველოში. თუმცა, ვერ ხვდება იმას, რომ აქაც ფუნდამენტურად შეიცვალა სამოქმედო და სექსუალური პარადიგმა: დღეს ყველა ყველაფერს იღებს და იწერს. თემურ ალასანია სახტად არის დარჩენილი, როდესაც ახალგაზრდა წყვილები და კერძოდ კიმ კარდაშიანი საკუთარ სექსუალურ აქტსაც კი იღებს. ასეთი ჩაწერებით სავსეა მთელი სოციალური სივრცე და ეს უკვე გასცდა სპეცსამსახურების დომეინს.

აქედან გამომდინარე, თუ თემურ ალასანიას არცთუ ისე რომანტიკულ ჩანაწერს მოვუსმენთ გუბაზ სანიკიძესთან – ის ჩქარობს და ზედმეტად ჩქარობს. ამ დროს მას ავიწყდება ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელის ოსვალდო არდილესის ცნობილი გამოთქმა „მოჩქარეს მოუგვიანდესო“. ამ შემთხვევაში კი ოსვალდო არდილესის ანდაზა თემურ ალასანიას აუხდა და ის ახლა გახლავთ პირდაღებული. იმედია, მალე მოახერხებს ბატონი გენერალი ალასანია საკუთარი პირის დამუწვას და დაამუშავებს ახალ პოსტსტრუქტურალისტურ გეგმებს. ამის შესახებ მას უნდა მოესმინა ისეთი დიდი ფეხბურთელების მოსაზრებებიც, როგორებიც არიან მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეები, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და დაისაჯა კიდეც ამისთვის. დღეს გრუ-ზია გრუს-ზია აღარ არის. დღეს გრუ-ზია მეტად დაგრუ-ზულია პოსტეგზისტენციური კრიზისით და ელოდება მაიკ პომპეოს მესიჯებს!“ – განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება